Home » მსოფლიო » ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ცალკე სექტორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე. ასევე, სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

imedinews.ge

Share