Home » მსოფლიო » ევროკავშირმა პრეპარატ „რემდესივირის“ შეძენის მიზნით კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა პრეპარატ „რემდესივირის“ შეძენის მიზნით კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა პრეპარატ „რემდესივირის“ შეძენის მიზნით კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის კომისია მზადაა, 30 000 პაციენტის სამკურნალოდ საჭირო დოზის შესაძენად 63 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კომისიაში აცხადებენ, რომ მედიკამენტის აღნიშნულ პარტიას მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენებენ. მათივე ინფორმაციით, უკვე მუშაობენ იმაზე, რომ ოქტომბრიდან მედიკამენტის კიდევ მეტი დოზა შეისყიდონ.

„როიტერსი“ წერს, რომ ევროკავშირს თითოეული პაციენტისთვის საჭირო დოზის შესაძენად 2 100 ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატია, რომლის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ოფიციალური ნებართვა ევროკავშირმა გასცა.

ივნისში აშშ-მ კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც „რემდესივირის“ შემდგომი 3 თვის მარაგი – მკურნალობის 500 000 კურსისთვის საჭირო დოზა სრულად შეიძინა.

ipn.ge

Share