Home » ეკონომიკა » ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს.

ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად დაიხარჯება.

ყოველივე ამის შესახებ ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი, ლოურენს მერედითი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

Share