Home » საზოგადოება » ევგენია კრავჩუკი: უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის საკითხს სავარაუდოდ აღარასდროს დაუბრუნდება

ევგენია კრავჩუკი: უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის საკითხს სავარაუდოდ აღარასდროს დაუბრუნდება

„უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის საკითხს სავარაუდოდ აღარასდროს დაუბრუნდება“, – ამის შესახებ პარტია Слуга народа-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ევგენია კრავჩუკმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.

„30 აპრილის სხდომაზე უკრაინის რადა არანაირ საკადრო საკითხს არ განიხილავს, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.

დიახ, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ არანაირი საკადრო საკითხის განხილვას, მათ შორის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის შესახებ, რასაც აქამდე განვიხილავდით. არ არსებობს მისი კანდიდატურის მხარდამჭერი ხმები. ეს პოლიტიკაა, დემოკრატია, ეს უმაღლესი რადას გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კრავჩუკმა.

Share