Home » ახალი ამბები » დღეს ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

დღეს ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.  

გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:  

  • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის

ფაბერი, პროფი, თრიფქარს

  • საუკეთესო ინოვაციებისთვის

ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი

  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის

ფლასთიქვოჩერ.ჯი,  დადარი,  ნატა ბუაჩიძის სტუდია

  • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის

მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის

სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

Share