Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – ჯანმო უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებისგან და ეს გადაიხედება

დონალდ ტრამპი – ჯანმო უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებისგან და ეს გადაიხედება

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და ეს გადაიხედება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბევრ შეცდომას უშვებდა. ტრამპმა მაგალითად მისი გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.

“მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” – დაამატა ტრამპმა.

Share