Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს

დონალდ ტრამპი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმსაც ამერიკის ლიდერს საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია.

“ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან”,-დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მას ორგანიზაციისთვის რომ დაეჯერებინა, საზღვრები არ უნდა დაეკეტა.

„მას უნდოდა, რომ საზღვრები არ დამეკეტა. მე მაინც დავკეტე საზღვრები, რაც რთული გადაწყვეტილება იყო იმ დროისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მივიღეთ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია აშშ-ს უსამართლოდ მოექცა.

Share