Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: ჩვენი ეკლესიები უნდა გავხსნათ

დონალდ ტრამპი: ჩვენი ეკლესიები უნდა გავხსნათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ეკლესიების გახსნის საკითხი განიხილა.

„დღეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ეკლესიების თაობაზე ვესაუბრე. ჩვენი ეკლესიები უნდა გავხსნათ. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხსნათ.

დიდებულმა პასტორმა, დერელ სკოტმა დამირეკა და მითხრა, რომ ეკლესიები უნდა გავხსნათ. მე მას პატივს ვცემ. დიდებული პასტორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში კომპანია Ford-ის ქარხანაში ვიზიტის დროს

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

Share