Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: თუ ინდოეთი პლაქველინის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს, სამაგიეროს მიიღებს

დონალდ ტრამპი: თუ ინდოეთი პლაქველინის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს, სამაგიეროს მიიღებს

ინდოეთი, რომელიც პრეპარატ პლაქვენილის ყველაზე დიდი მწარმოებელია, წამლის ექსპორტს კრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიეროს გადახდით ემქურება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს.

„კვირას დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არაუშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა?

გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან “ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

Share