Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვა

დონალდ ტრამპი – ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვა

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ ბევრი შეცდომა დაუშვა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ პირბადეების ტარება საჭირო არ იყო. ახლა იძახიან, რომ პირბადეები უნდა ვატაროთ. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ენტონი ფაუჩისა და დონალდ ტრამპს ერთმანეთი 2 ივნისის შემდეგ არ უნახავთ.

როგორც თავად ფაუჩი აცხადებს, მას ქვეყნის პრეზიდენტთან „კოვიდ-19“-ის პანდემია უკვე ორ თვეზე მეტია, არ განუხილავს.

Share