Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – გაბრაზებული ყაჩაღები ჩვენი დამაარსებლების ძეგლებს ანადგურებენ

დონალდ ტრამპი – გაბრაზებული ყაჩაღები ჩვენი დამაარსებლების ძეგლებს ანადგურებენ

გაბრაზებული ყაჩაღები ჩვენი დამაარსებლების ძეგლებს ანადგურებენ და ჩვენს ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულის ტალღას აჩაღებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სამხრეთ დაკოტაში მდებარე რაშორის მთის ეროვნულ მემორიალთან განაცხადა.

ტრამპმა მათ, ვინც კონფედერატი ლიდერების ძეგლებს ანადგურებენ „გაბრაზებული ყაჩაღები,“ ანტირასისტულ დემონსტრაციებს კი „ისტორიის განადგურებისკენ“ მიმართული კამპანია უწოდა.

„ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი ისტორიის განადგურებისკენ, ჩვენი გმირების შეურაცხყოფისკენ, ჩვენი ღირებულების ამოშლისკენ. არსებობს ახალი მემარცხენე ფაშიზმი, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურ თავდადებას.

თუ არ ლაპარაკობთ მის ენაზე, არ ასრულებთ მის რიტუალებს და არ მიჰყვევით მის მცნებებს, მაშინ თქვენ იქნებით ცენზურის, გაძევების, შავ სიაში მოხვედრის, დევნისა და დასჯის ობიექტი. ჩვენთან ეს არ მოხდება ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Share