Home » ბიზნესი » დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, 4%-იანი სუბსიდირება არაფერს უშველის – ვახტანგ ჭარაია

დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, 4%-იანი სუბსიდირება არაფერს უშველის – ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია “დღის კურიერში” სტუმრობისას იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივით მოგებული რჩება როგორც მოქალაქე, ასევე ბიზნესი.

ვახტანგ ჭარაია არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივით სესხს უფრო მეტი ადამიანი აიღებს. 

“ყველა იხეირებს. ოღონდ მე არ მოველი, რომ მხოლოდ ამ 4 პროცენტიანი ინიციატივის გამო ადამიანები გადაწყვეტენ ბინის შეძენას და არც არის სწორი, რომ ჩვენ მოვახდინოთ სტიმულირება იმისა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა, უფრო მეტი ბინა იყიდოს. ასე არ დავსვამდი საკითხს. მთავრობამ რაც გააკეთა, ეს არის გარკვეული სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის შეძენა და აქვს ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი. ანუ მას არ მოუწევს ცალსახად ბედის ანაბარა დარჩენა.

არ მოხდება ისეთი ადამიანების გადატვირთვა ვალებით, რომელიც ვერ შეძლებს ამ ვალის გასტუმრებას.  მე მგონია, რომ დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, ეს 4-პროცენტიანი პროცენტის სუბსიდირება არაფერს უშველის,” – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

Share