Home » მსოფლიო » „დამკვირვებლების ნაწილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის არჩევნები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უნდა იყოს“

„დამკვირვებლების ნაწილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის არჩევნები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უნდა იყოს“

“დამკვირვებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად შეაფსა არჩევნები. ზოგი ამბობს, რომ ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია, წელს უფრო ბალანსირებული და ობიექტური იყო, ვიდრე წინა წლებში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში გამართული საპარლამენტი არჩევნების შეფასებისას განაცხადა. 

აზერბაიჯანის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ. 

კერძოდ, დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს ხმის დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესებში. 

Share