Home » მსოფლიო » დალია გრიბაუსკაიტე: – „ლუკაშენკო, დიქტატორო სისხლიანი ხელებით – წადი!“

დალია გრიბაუსკაიტე: – „ლუკაშენკო, დიქტატორო სისხლიანი ხელებით – წადი!“

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გრიბაუსკაიტე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დიქტატორად მოიხსენიებს და მოუწოდებს, თანამდებობა დატოვოს.

„დიქტატორო სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო წადი ახლა. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – წერს დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერში“.

ცნობისათვის, ბელარუსში რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

mpn.ge

Share