Home » საზოგადოება » დავით თვალაბეიშვილი – “ხუდონჰესის” პროექტი შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს

დავით თვალაბეიშვილი – “ხუდონჰესის” პროექტი შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, “ხუდონჰესის” პროექტის განვითარების ხედვებზე “ტრანს ელექტრიკასთან” მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

“ტრანს ელექტრიკა”, დაახლოებით, ბოლო 10 წლის განმავლობაშია ამ პროექტში ჩართული. ორივე მხარის ინტერესებია, რომ მოლაპარაკებების შედეგად დავადგინოთ, რა პირობებზე გააგრძელებს ეს კომპანია მუშაობას, ან თუ არ გააგრძელებს მუშაობას, მოხდება ამ კომპანიის გასვლა პროექტიდან.

საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობაა მათთან და ვფიქრობ, 2-3 თვეში, შემოდგომისთვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ჯერ მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტია, ვინ იქნება, ვინ დააფინანსებს პროექტს. იცით, რომ შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს ეს პროექტი.

დაველოდოთ ამ ეტაპის დასრულებას და შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამ პროექტისა იქნება განვითარებული, მათ შორის დაპროექტება, საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები. ადრეა ამაზე საუბარი, ჯერჯერობით არსებულ ინვესტორს ვესაუბრებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

Share