Home » ახალი ამბები » გოჩა მირცხულავა – იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად

გოჩა მირცხულავა – იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად

“იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად, თუნდაც კრიტიკული კონტექსტით. ეს ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს და მათ მოქმედების გზას უჩვენებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“PA Media-ს (PA Media is a multimedia news agency operating in the United Kingdom and Ireland.) გენდირექტორს კლაიფ მარშალს, რომელიც 2012 წლის მაისში ჩემთან იმყოფებოდა სტუმრად, ვკითხე: რა არის თქვენთვის მთავარი ნიუსი, მისი შინაარსი? მიპასუხა: პოზიტივი და სიკეთე! იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად, თუნდაც კრიტიკული კონტექსტით. ეს ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს და მათ მოქმედების გზას უჩვენებს. საზოგადოება კი ცუდზე მხოლოდ შფოთავს, იზაფრება და რეალურად შიშთან ვტოვებთ მათ, ვინც შფოთვის მიღმა ვერაფერზე რეაგირებს. შეშინებული საზოგადოება ბოროტდება და უმწეო ხდება. მიეცით ადამიანებს სიკეთის და გმირობის მაგალითები და თქვენ ძლიერი საზოგადოება და წარმატებული სახელმწიფო გექნებათო.
გასული წლის ივნისში კი მსოფლიო
მედია ფორუმზე ითქვა – შექმენით “ბედნიერების” ნიუსები, ამბები – ეს ბევრად ძვირი სიამოვნებაა. მედია, რომელიც ამას არ აკეთებს ან არ შეუძლია გააკეთოს, მას საზოგადოება ყავს მძევლად. ბოლოს კი ეს საზოგადოება მიიღებს მარტივ გადაწყვეტილებას – დენის წყაროდან გამორთავს ყუთს, რომელიც მას ბედნიერების უფლებას ართმევს. თქვენი გაზეთები კი ჯიხურებში დარჩება.

მესმის სხვადასხვა გამოწვევებია თითქოს, მაგრამ – არა! უბრალოდ, ჩვენთან ჯერაც არ ესმის ყველას, რომ მედია უკვე აღარ არის იდეოლოგიური იარაღი – ის საინფორმაციო საშუალებაა. მალე ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ ბედნიერების სურვილი დაალაგებს. რევოლუციებიც მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას არ უნდა და ვიღაცას არ შეუძლია. ანუ – მალე ბევრი ტელევიზორი გამოირთვება – უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ყუთი ბედნიერებას ვერ ტრანსლირებს, უფრო სწორად ართმევს ადამიანებს. ინფორმაციის გარეშე კი ხალხი არ დარჩება ნამდვილად. (დღევანდელი დღის ერთი სიუჟეტის ინსპირაციით).
ჯერაც 3 მარტია – გილოცავთ დედებო! ბედნიერება თქვენ!”, – წერს მირცხულავა.

PA Media-ს (PA Media is a multimedia news agency operating in the United Kingdom and Ireland.) გენდირექტორს კლაიფ…

Gepostet von Gocha Mirtskhulava am Dienstag, 3. März 2020
Share