Home » მსოფლიო » გორდონ ბრაუნი – Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა უნდა შეიქმნას

გორდონ ბრაუნი – Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა უნდა შეიქმნას

როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან.

დროებითი გლობალური მთავრობის შექმნის მიზეზად, ყოფილი პრემიერი „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დაძლევით ხსნის.

ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერების გარდა, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ეს არ არის მოვლენა, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის ცალკეული ძალისხმევით გავუმკლავდებით. საჭიროა კოორდინალური, გლობალური მოქმედება. ეს განსხვავდება იმ ეკონომიკური კრიზისისგან, რომლის მოგვარებაშიც ვიყავი ჩართული, მას ეკონომიკური მიზეზები და ეკონომიკური გამოსავალი ჰქონდა. დღეს კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება და საამისოდ აუცილებელია ერთობლივი ქმედებები, მაგრამ, რაც უფრო მეტად ერევი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხებში, უფრო მეტად აყენებ რისკის ქვეშ ეკონომიკას”, – განაცხადა გორდონმა.

სანდრო პირველი

Share