Home » საზოგადოება » გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე

“საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გლობალური ეკონომიკური კრიზისები, რომ არის ახალი შანსი განსაკუთრებით ჩვენნაირი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, ბევრი ფაქტორით დასტურდება. ეს შანსი სხვა დროს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. ამის კარგი წინაპირობები ნამდვილად გვაქვს. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი სეგემენტი დღეს არის განათლება და ეკონომიკის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის პლათფორმაზე გადასვლა.

ამის დასტურია, თუნდაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის, ანდრეას შლაიხერის დღევანდელი შეფასებაც. მან COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყანებად დაასახელა.

ნიშანდობლივია, რომ ეს შეფასება მხოლოდ ვირუსული პანდემიის პრევენციის შედეგად გაკეთებული დასკვნები არ არის. საქართველომ ბოლო სამ წელიწადში ისედაც მკვეთრ პროგრეს მიაღწია, ისეთ მნიშვნელოვან საგანათლებო ინდექსში როგორიც არის გლობალური ინოვაციური ინდექსში რომელiც ზომავს ქვეყნების პროგრეს ეკონომიკის ინოვაციების შესრულების შესახებ, იკვლევს ინოვაციის ფართო ხედვას, მათ შორის პოლიტიკურ გარემოს, ინფრასტრუქტურის, ბიზნესისა და რაც მთავარია განათლების შესაძლებლობებს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, საქართველომ 2017 წლის 68 ადგილიდან 2019 წელს 48 ადგილზე გადაინაცვლა და წამყვან 50 ქვეყანას შორის დასახელდა.

დღევანდელი შეფასება და ის პროგრესი რომელსაც ქვეყანა განიცდის თუნდაც კრიზისული პერიოდის გადალახვის გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაძლევს იმის დაშვების შესაძლებლობას, რომ უკვე 2020 წლის რეიტინგში გვექნება ამ მიმართულებითაც წინსვლა და თავისუფლად შეგვიძლია წამყვან 30 ქვეყანას შორის მოხვედრაც კი!

საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე. თავის მხრივ, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკა ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის და მდგრადი განვითარების დიდ შესაძლებლობებს გვიჩენს, ხელისუფლების მთავარი ამოცანაც ეს იქნება – მიღწეული პროგრესი განავრცოს და მომავალ წლებში ქვეყნის განვითარების მთავარი მეინსტრიმად აქციოს!”, – წერს ცუცქირიძე.

Share