Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე – მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში

გიორგი ცუცქირიძე – მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში

“მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში, რომლის მიზანიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, და პირადად ვპირდები, რომ არცერთ ამგვარ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ გავუტარებ!”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელსში წერს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში, რომლის მიზანიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, და პირადად ვპირდები, რომ არცერთ ამგვარ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ გავუტარებ!

რაც შეეხება მის პოსტს, თითქოსდა
2012 წელთან შედარებით ეკონომიკა კი გაიზარდა 34,5% ით ლარში, მაგრამ სამაგიეროდ, შემცირდა 1.6% –ით აშშ დოლარის მიხედვით. რაც მთავარია, ეს ნიშნავს, რომ დღეს უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე ანუ ბუნებრივად იგულისხმება ნაციონალების დროსო.

მის ამ მორიგ სიცრუეზე და ციფრების მანიპულაციაზე აგებული პოსტის მთელი დედააზრი კი ის არის, რომ კეთილდღეობის გაზომვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის დემონტრირებით განიზრახა, რაც არის ციფრებით მანიპულაცია და მეტი არაფერი!

თუ მიმდინარე ფასებში გვსურს კეთილდღეობის გაზომვა , მაშინ უნდა დავაკვირდეთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტს მსყიდვეუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP).


ეს მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა . სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის ეკონომიკა მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2012 წელთან შედარებით თითქმის ერთნახევარჯერ იზრდება (48.8%-ზე მეტით).

ფონდის შეფასებით 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12 200 დოლარს გადააჭარბებს, მაშინ როცა 2012 წელს 8200 დოლარის მიდამოში იყო!. შესაბამისად, ბოლო შვიდი წლის მანძილზე საშუალო წლიური ზრდა 5.8%-ზე მაღალი გამოდის.

რაც შეეხება მსყიდველუნარიანობის გარეშე აშშ დოლარში დათვლილ ეკონომიკას ერთ სულზე, ეს მაჩვენებელი დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად იცვლება მთელი მსოფლიოს მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლისთვის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არათუ გაზრდილია 2012 წელთან შედარებით, არამედ მკვეთრად არის შემცირებული. მაგალითად, ნორვეგიაში შემცირდა 23%-ით, ავსტრალიაში 21%-ით, იაპონიაში 16%-ით, კანადაში – 12%-ით, შვედეთში 11%-ით, საბერძნეთში 10%-ით, შეუმცირდა იტალიას , ბრიტანეთს, საფრანგეთს შვეიცარიას და ა.შ. მათგან განსხვავებით სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოში ზრდა ფიქსირდება 2019 წელს 2012 წელთან შედარებით 1.2%-ით!.

მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე ფასებში კეთილდღობის შეფასებისას მსყიდვეულნარანობის პარიტეტის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და არა მსყიდველუნარიანობის გამორიცხვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ თითქოს ზემოთ მოხმობილი ქვეყნებში ბოლო 7 წელიწადში კეთილდღეობა კატასტროფულად გაუარესებულა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მათაც კეთილდღეობის ზრდა უფიქსირდებათ.

ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა (მშპ) მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 5.1%-ით) და ხუთ წელიწადში ზრდა 28 პროცენტს გადააჭარბებს.
მომავალი ხუთწლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში შედის. საქართველოს უსწრებს თურქმენეთი (რომელიც ხუთ წელიწადში 33 პროცენტით გაიზრდება), ჩინეთი (32 პროცენტიანი ზრდა) და მალდივები (31 პროცენტიანი ზრდა).


საქართველოს ეკონომიკა მომავალი ხუთი წლის მანძილზე ამერიკულ დოლარში ერთნახევარჯერ გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 8.4%-ით) და 23 მილიარდ 843 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.


სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მომავალ ხუთ წელიწადში თითქმის 42 პროცენტით გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 7.2%-ით) , 2024 წელს გადააჭარბებს 64 მილიარდ დოლარს და მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე 16 915 დოლარს გაუტოლება.

აი, ეს არის სიმართლე და არა ფადის მორიგი ციფრებით მანიპულაცია, რომლის ერთადერთი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ თითქოსდა ქვეყანა ქართული ოცნების მართველობის პირობებში განიცდის ეკონომიკის შემცირებას, ხოლო ხალხი კი ღარიბდება!”,- წერს ცუცქირიძე.

Share