Home » საზოგადოება » გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს

გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შრომა კახეთის რეგიონში ფუჭი სიტყვა არ არის. ამის მაგალითად მან მოიყვანა არსებული მონაცემები რთველის შესახებ.

კერძოდ, გახარიას განცხადებით, 2012 წელს კახეთში მთლიანად 52 ათასი ტონა ყურძენი აწარმოეს, გასულ წელს კი სახელმწიფომ გლეხებისგან ჩაიბარეს 278 ათასი ტონა ყურძენი, რაც 5-ჯერ მეტია.

„წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს. მივუკაკუნებთ 300 ათასზე მეტს. მერე ვიღაცა გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს მიხმარებას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი.

ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იყო ატმის მოსავალი, როგორც წელს იყო წარმოებული და ჩაბარებული. ამ მიხმარების კარგი მაგალითი იქნება ვაშლის მოსავალი, რომელსაც გორის რეგიონში მივიღებთ.

ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share