Home » საზოგადოება » გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს

გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს

„ქართუს“ დახმარება ყოველთვის სისტემური იყო. ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს და სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე მეტად შეზღუდული ან ქვეყანას სჭირდებოდა ექსტრემალური დახმარება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართუ“ თავის სისტემურ როლს მოცემულ სიტუაციაშიც შეასრულებს.

„ეს განცხადება უკვე გაკეთდა და ჩვენ ახლა ვფიქრობთ იმაზე, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება „ქართუს“ დახმარება. ის ე.წ. დაზღვევაა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რესურსები არ ჰყოფნის და ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება სხვადასხვა სფეროში მეტყველებს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს, მთავრობას და ამ გუნდს აქვს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს“- განაცხადა გიორგი გახარია.

Share