Home » ახალი ამბები » გიგა ჭიკაძე – ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე

გიგა ჭიკაძე – ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ 16 მაისს გამთენიისას, ფლორიდის შტატში ჯექსონვილში რიგით მესამე ბრძოლა გამართა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ირვინ რივერა დიდი უპირატესობით დაამარცხა. საბოლოოდ, 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით – 30:27, 30:27, 30:26 გამარჯვებულად ჭიკაძე გამოცხადდა.

ჭიკაძემ შემდეგ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს მიმართა და ბრძოლების საქართველოში ჩატარება შესთავაზა.

„დანა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე. ჩემი მთავრობა ამისთვის მზადაა და UFC-ის პოპულარობა ჩემ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება“.

Share