Home » ფინანსები » გია ჟორჟოლიანი – მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს 1 წლით გადასახადები უნდა გაეზარდოთ

გია ჟორჟოლიანი – მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს 1 წლით გადასახადები უნდა გაეზარდოთ

საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის ერთი წლით გადასახადების გაზარდის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს. ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს: შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს – 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 000 ლარიდან 8 000-მდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით, 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“, – ამბობს ჟორჟოლიანი.” – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით”, – ამბობს დეპუტატი.

Share