Home » საზოგადოება » გია ვოლსკი – ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს

გია ვოლსკი – ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს

ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია – ეკლესიაზე იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, ტყის კოდექსში ცვლილებებით ეკლესია- მონასტრებისთვის მიწების გადაცემის მხოლოდ იურიდიული ფორმა იცვლება და კანონი მათთვის არანაირი პრივილეგიის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

“დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, გარკვეული რაოდენობა მიწების – საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია- მონასტრებს, მაგალითად, ნეკრესის მონასტერს გააჩნია გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლის არათუ გადაცემა ხდება, არამედ არსებული ფორმა, რითიც ეკლესიის გარშემო მიწა არის მისთვის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება და მეორე, ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია ეს იყოს დანაკლისი ვთქვათ, სოფლის მეურნეობისთვის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია – ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც არის ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

Share