Home » საზოგადოება » “გეტყვით როგორ ქაჩავენ ოქრიაშვილის მსგავსი კრონი ბიზნესმენები ბიუჯეტიდან ფულს”

“გეტყვით როგორ ქაჩავენ ოქრიაშვილის მსგავსი კრონი ბიზნესმენები ბიუჯეტიდან ფულს”

“გეტყვით როგორ ქაჩავენ ოქრიაშვილის მსგავსი კრონი ბიზნესმენები ბიუჯეტიდან ფულს”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.

“აი ეს სუბიექტი აცხადებს, რომ საზოგადოებისა და სპეციალისტების პროტესტი სათამაშო ბიზნესის მიმართ, მხოლოდ წარმატებული ბიზნესის მიმართ გაჩენილი ბოღმაა. მეტიც ბატონი ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ეკონომისტები და სპეციალისტები არ ყავს და პრინციპში, ყველა უბედურებაც ამის ბრალია.


ახლა, მოკლედ მე გეტყვით, სინამდვილეში რისი ბრალია ჩვენი ძალიან ბევრი უბედურება, გეტყვით იმასაც, თუ რატომ ესაუბრებიან, ასეთი კრონი ბიზნესმენები მთელს საზოგადოებას გაუგონარი სითავხედით და გეტყვით იმასაც, თუ რატომ არ აქვთ, ასეთ პარაზიტებს ხმის ამოღების უფლება.


• დავიწყოთ თავიდან, ადამიანი რომელიც საჯაროდ აღიარებს, რომ მის სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები 100%-იანი ფასნამატით იყიდება, პარლამენტში გვყავს და კანონმდებელია. ანუ ადამიანს რომელსაც სახელმწიფომ საზოგადოებაზე ზრუნვა დაავალა, წამლებს ყველაზე მოწყვლად ფენაზე, 100%-იანი ფასნამატით ყიდის და იქვე დასძენს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ხალხის აზრი ამ ყველაფერზე.

• მაგრამ ამ სუბიექტის კრონი მოღვაწეობა მხოლოდ ფარმაციით არ შემოიფარგლება, ტექნიკურ ენაზე, რომ ვთქვათ, მას აქვს სრული ვერტიკალური დაშვება მთელს ბაზარზე. ანუ, ოქრიაშვილის კომპანია როგორც მწარმოებელი, ისე იმპორტიორი, საცალო და საბითუმო რეალიზატორია (ეს ბერკეტი მას რამოდენიმეჯერ, საკამოდ კარგადაც აქვს გამოყენებული). თუმცა, ესეც არაფერი, ამ ადამიანს თითქმის უნაკლო სქემა აქვს შემუშავებული იმისა, თუ როგორ გადმოქაჩოს თანხები, როგორც ქვეყნის ბიუჯეტიდან, ისე რიგითი ადამიანების ჯიბეებიდან საკუთარ ბიზნესში.

• ასე მაგალითად, ბატონ ოქრიაშვილს აქვს აფთიაქების ქსელი, კლინიკების ქსელი და ამბულატორიები. ადამიანი რომელიც მიდის მის კლინიკაში სახელმწიფო დაზღვევით, ცხადია სახლმწიფო ამ კლინიკას ფულს ურიცხავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბენეფიციარს საკუთარი ჯიბიდანაც ახდევინებენ ფულს. ამ სქემის ალაგმვას ცდილობს ახლა ჯანდაცვის სამინისტრო 520-ე დადგენილებით, რომლის წინაშეც არაერთმა კლინიკამ გაილაშქრა, ამ ლაშქრობის მებაირახტრე, სწორედ ოქრიაშვილი იყო. ახლა რეალურად რას გულისხმობ ეს დადგეილება. საკითხი მარტივია, კლინიკას რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში უნდა მონაწილეობა, უნდა დასჯერდეს სახელმწიფოს გამოყოფილ თანხას და ბენეფიციარს საკუთარი ჯიბიდან აღარ გადაახდევინოს დამატებითი თანხები, ან გავიდეს სახელმწიფო პროგრამიდან. რაც საკმაოდ სამართლიანია.

• მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ზემოხსენებული ოქრიაშვილისეული სქემა, მხოლოდ ამით შემოიფარგლება, არაა. მაგალითად სხვადასხვა კლინიკებში ამ ბატონის ფარმაცევტულ კომპანიას ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც ექიმებს მათ მიერ ნაწარმოები მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში მსუყე „ქეშბექებს“ სთავზობენ. ასეთ რეალობაში კი გასაკვირი არცაა, რომ საქართველო მედიკამენტებზე გაწეული ხარჯით მოწინავეა ევროპაში.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ასეთი საქმიანობით მაკონტროლებელი ორგანო დაინტერესდებოდა, თუმცა აკი ვახსენე დასაწყისშიც, რომ თავად ეს ადამიანია კანონმდებელი.


ხოდა, სანამ ასეთი კრონი ბიზნესმენები პარლამენტში გვეყოლება, მანამდე ასეთი ტონით ლაპარაკსაც უნდა შევეგუოთ, ისიც უნდა მოითმინოთ, რომ კანონმდებელს შესაძლებელია ხალხის აზრი ფეხებზე ეკიდოს და ისიც, რომ კანონმდებლის შეფასება, მაგალითად ჟურნალისტებზე, მოსყიდული მწერლის დონეს არ აღემატებოდეს”, – წერს ბაიარახტარი სოციალურ ქსელში.

Share