Home » მსოფლიო » გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნიღბები ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ახლა ნიღბებს სავარაუდოდ ბაზარზე გასაყიდად გაიტანენ. სწორედ ამიტომ, კრიზისების მართვის ჯგუფი ახლა შესაბამის სარეალიზაციო დაწესებულებებს დეტალურად შეისწავლის, რათა მოპარულ ნიღბებს მიაგნონ.

დიდი რაოდენობით ნიღბების მოპარვის მიუხედავად, კიოლნის კრიზისების მართვის ჯგუფი აცხადებს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს არ განიცდის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 7 272 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 17 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 67-მა პაციენტმა მოახერხა.

1tv.ge

Share