Home » მსოფლიო » გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ.

ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს მიიღებენ.

გრენელმა ასევე მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გადახედოს რუსეთის მიმართ მიდგომას.

„გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) კვება“ – განაცხადა გრენელმა. მისივე თქმით, ამავე დროს ნატო გერმანიისგან საჭირო დაფინანსებას ვერ იღებს.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის. ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიულ წყლებშიც უნდა გაიაროს გაზსადენმა, მილების გაყვანის ნებართვა უკვე გასცეს. ესენია ფინეთი, შვედეთი, გერმანია და დანია. აშშ-ისა და ვეროპის სახელმწიფოების ნაწილი „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის წინააღმდეგ გამოდიან. მათ მოსაზრებით, ეს გაზსადენი ევროპის რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას გაზრდის.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა ამ ეტაპზე აშშ-ის მიერ გაზსადენის მშენებლობაში ჩართული ევროპული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო არის შეჩერებული.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი ამტკიცებს, რომ გაზსადენის გაყვანა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

1tv.ge

Share