Home » მსოფლიო » გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი Nord Stream 2-ის პროექტზე

გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი Nord Stream 2-ის პროექტზე

გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი პროექზე Nord Stream 2(ჩრდილოეთის ნაკადი 2). ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიამ, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს, აშშ-ის სანქციების პარალელურად საბოლოო დარტყმა მიაყენა.

გერმანული გამოცემის, Handelsblatt-ის ცნობით, პარასკევს, გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა სააგენტომ, მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც ევროკაშვირის მხრიდან ბუნებრივ აირზე განახლებული დირექტივებს ეფუძნება.

გერმანიის ენერგეტიკის ბაზრის რეგულატორმა განმარტა, რომ Nord Stream-2 უნდა შეესაბამებოდეს ევროპული კონკურენციის სტანდარტებს: გაზმომარაგებელ კომპანიას (გაზპრომი) ერთდროულად არ შეუძლია იყოს როგორც მომმარაგებელი, ასევე მილის მფლობელი.

გამოცემის ცნობით, პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, თუ მილსადენის მშენებლობა დასრულებულდება 2020 წლის ბოლოს, მისი სიმძლავრის ნახევარი – 27.5 მილიარდი კუბური მეტრი (წელიწადში უნდა გამოიმუშოს 55 მილიარდი კუბური მეტრი), რუსული გაზის მონოპოლისტმა დამოუკიდებელ მიმწოდებლებს უნდა გადასცეს.

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილებს გაზპრომი ვერ ახერხებს, რადგან ბუნებრივი აირის საბადოები, რითაც ივსება ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილები, მოდის რუსეთიდან. გარდა ამისა, არც ერთ რუსულ კომპანიას არ აქვს უფლება ბუნებრივი აირის ექსპორტი მილსადენებით განახორციელოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტის მილსადენების მხოლოდ ნახევარი ივსება ბუნებრივი აირით.

Nord Stream 2-ის პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიარდი ევროს შეადგენს.  

სანდრო პირველი

Share