Home » საზოგადოება » გელა ხანიშვილი – მივმართავ მოსახლეობას, არ აყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის ცრუ მოწოდებებს

გელა ხანიშვილი – მივმართავ მოსახლეობას, არ აყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის ცრუ მოწოდებებს

ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ არჩევს, 2 ლარსა და 6 თეთრს, ერთ ლარსა და 7 თეთრს შორის სხვაობა 16 თეთრია, თუ –  ერთი ლარი. ფერმერები ამას კარგად ანსხვავებენ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საპასუხოდ განაცხადა.

​„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საწვავზე ლარის დაკლება სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად დანაზოგი 16 თეთრი გამოდის. მისივე თქმით, იუსტიციის სახლებში ფერმერებს ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლა უწევთ, რის შედეგადაც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს სრული უსამართლობაა და ამ გეგმის მიხედვით სოფელზე და ფერმერებზე ზრუნვის იდეას აბსურდულს ხდის.

გელ ხანიშვილის თქმით კი, საქართველოს მთავრობის,  სამინისტრომ გადაწყვეტილება ცალსახად არის დადებითი და სწორედ ამ დადებითმა მომენტმა ააფორიაქა პოლიტიკური სპექტრი.

„ისინი ცდილობენ, მოსახლეობას გაუჩინონ ნიჰილიზმი. მოვუწოდებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ, არ აყვნენ მსგავს ცრუ მოწოდებებს. მათ არ ეშლებათ რეალობის ცრუ ინფორმაციისგან განსხვავება. სწორედ ამის დადასტურებაა, ორ დღეში ორ მილიონ ლიტრზე მეტი ტალონი გაიცა უკვე, ბენეფიციარი იყო 4000-მდე. ეს არიან ფერმერები, რომლებმაც ნათლად დაინახეს ეფექტი. გორში, სადაც გუშინ ვიყავი, ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავი ღირს 1.96 თეთრი, ფერმერმა შეიძინა 1.16 თეთრად. კონკრეტულად გორის გასამართ სადგურზე მან მიიღო 0.80 თეთრის სარგებელი. დამერწმუნეთ, 0.80 თეთრი ხუთჯერ მეტია იმ 0.16 თეთრზე, რომელიც პოლიტიკური პარტიის, ასე დავარქვათ, ლიდერმა მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადა ხანიშვილმა.

Share