Home » მსოფლიო » გეითსი – კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

გეითსი – კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

„კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათთვის, ვინც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს“, – ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე ბილ გეითსმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ვაქცინებსა და წამლებს მათ მივცემთ, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შემოგვთავაზებს, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მივიღებთ უფრო გრძელვადიან, უსამართლო და მომაკვდინებელ პანდემიას“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

Share