Home » მსოფლიო » გებრეისუსის ჯანმოს ხელმძღვანელად არჩევა ჩინეთის გადამწყვეტმა ხმამ განაპირობა – საეჭვო ფაქტები ეთიოპიელის კარიერაში

გებრეისუსის ჯანმოს ხელმძღვანელად არჩევა ჩინეთის გადამწყვეტმა ხმამ განაპირობა – საეჭვო ფაქტები ეთიოპიელის კარიერაში

ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერს ეხება.

“ბანკები და ფინანსები” ჩრდილელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ტედროს ადანომ გებრეისუსი – ეთიოპიელი, რომელიც 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

ეს არის ჯანდაცვის ევერესტი, რომელიც ამ ეთიოპიელმა ფუნქციონერმა 1 ხმის უპირატესობით დაიპყრო და ეს იყო:
✅ ჩინეთის გადამწყვეტი ხმა

მანამდე ის ჩინეთში იმყოფებოდა, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 📚

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს – სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ ჯანმოს ხელმძღვანელმა 👇

ნებსით თუ უნებლიეთ ჩინეთს ხელი შეუწყო დაეფარა კორონას მასშტაბურობა და დრო⏰

რამაც მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე-სადაც ახლა ვართ 🤦‍♂️

P.S.
თავის დროზე, როდესაც ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან მსოფლიო თანამეგობრობისგან დამალა – ქოლერას სამი აფეთქების შემთხვევა, თავის ქვეყანაში”, – წერს ჩრდილელი.

Share