Home » საზოგადოება » გახარია – წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი

გახარია – წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი

წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გეოგრაფიულად დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული და მიმზიდველი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.

“წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი და ნახავთ,” -განაცხადა გახარიამ.

Share