Home » ეკონომიკა » გახარია: უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ პირბადეების წარმოებას და დეფიციტი მოგვარდება

გახარია: უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ პირბადეების წარმოებას და დეფიციტი მოგვარდება

ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებში გარკვეული დეფიციტი არსებობს, თუმცა ეს დეფიციტი არ არის მარტო საქართველოში, ეს არის გლობალური დეფიციტი დღეის მდგომარეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ უკვე დავალაგეთ პროცესი, რომ როგორც პირბადეები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები წარმოებული იყოს საქართველოში. უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ წარმოებას და ეს დეფიციტი მოგვარდება. გვექნება გარკვეული პრობლემა, ალბათ ერთი ან ორი კვირა, თუმცა ამ დროშიც ჩვენ ამ დეფიციტს იმპორტის საშუალებით ამოვავსებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share