Home » ახალი ამბები » გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე – მაინცდამაინც „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას

გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე – მაინცდამაინც „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.

„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს.

Share