Home » ბიზნესი » “გაჩნდა ეჭვი, რომ ოპეკი ნავთობის მიწოდების გაზრდის გზით რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმას ცდილობდა”
"გაჩნდა ეჭვი, რომ ოპეკი ნავთობის მიწოდების გაზრდის გზით რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმას ცდილობდა"

“გაჩნდა ეჭვი, რომ ოპეკი ნავთობის მიწოდების გაზრდის გზით რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმას ცდილობდა”

 

“რუსეთმა ნავთობის მიწოდება 600 000 ბარელით შეამცირა, რამაც ბაზარზე ნავთობის ფასების მატება გამოიწვია”

რა ვითარებაა ნავთობის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “ბიზნესკოდში”, კომპანია ExxonMobil-ის 22 წლის ქართველმა თანამშრომელმა მარიამ დევაძემ ისაუბრა.

 

– როგორ შეაფასებდით ნავთობის საერთაშორისო ბაზრებს, გაზრდიან თუ არა ნავთობის მსხვილი მომპოვებლები უფრო მეტად ნავთობის მოპოვებას და ველოდოთ უნდა თუ არა ფასების ზრდას ან შემცირებას?

– საერთაშორისო ნავთობის ბაზარი არის პარადოქსული, რადგანაც ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ ნავთობი არის ამოწურვადი რესურსი. აქედან გამომდინარე ლოგიკური ქმედება იქნებოდა ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირება. რაც ნავთობზე ფასების მატებას გამოიწვევდა. გასულ წელს ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი ვნახეთ საერთაშორისო ნავთობის ბაზარზე. ფასებმა მინიმუმს მიაღწია ბოლო 12 წლის განმავლობაში და თუ 2013 წელს ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს შეადგენდა, 2016 წელს ის 33 დოლარამდე დაეცა.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები, საინტერესოა რასთან არის დაკავშირებული ნავთობის ფასების რადიკალური კლება. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მიზეზი ნავთობის ფასების კლების, არის ოპეკის მხრიდან ნავთობის უფრო გაზრდილი ოდენობით მიწოდება. ყოველთვის ჰქონდა ამ ბაზარზე გეოპოლიტიკურ თამაშებს ადგილი და ოპეკი არასდროს არ თმობს მოწინავე პოზიციებს. გაჩნდა ეჭვი, რომ ოპეკი ნავთობის მიწოდების გაზრდის გზით რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმას ცდილობდა. რუსეთის რუბლმა განიცადა სერიოზული დევალვაცია, მაგრამ თვითონ ოპეკის ქვეყნებიც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ და თვითონ მათაც გაუჭირდათ ამ პირობებში ოპერირება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, 2016 წლის ლოგიკური დასასრული იყო ოპეკის მიერ მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიწოდების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმებას ისეთი მსხვილი ნავთობექსპორტიორი კომპანიები შეუერთდნენ როგორიც არის რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. რუსეთმა ნავთობის მიწოდება 600 000 ბარელით შეამცირა, რამაც ბაზარზე ნავთობის ფასების მატება გამოიწვია.

– რა პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანას ნავთობმოპოვებითი სამუშაოების უფრო მეტად დახვეწისა და განვითარების კუთხით?

– ადგილობრივ ბაზარზე ნამდვილად არ იკვეთება იგივე ტენდენციები,(ნავთობის მიწოდების ზრდის და მოპოვების ტენდენციები) რაც მსოფლიოში. გავეცანი ნავთობისა და გაზის კორპორაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოპოვება საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. 2016 წელს 37 500 ტონა ნავთობი იქნა მოპოვებული, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. საქართველოს ბაზარი წელიწადში მილიონ ტონა ნავთობს მოიხმარს. აქედან გამომდინარე, ის ნავთობი რაც ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვება, მოთხოვნის ნახევარსაც კი ვერ დააკმაყოფილებდა. ძალიან ოპტიმისტირურად ვიყავი განწყობილი ფრონტერას მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიმართ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მათი მიერ წარდგენილი ანგარიში, რაზეც ატლანტიკური საბჭოს შეკრებაზე განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს 5 მლნ კუბამეტრი ნამდვილად არ მგონია შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან მათ ნავთობისა და გაზის სააგენტოს ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

 

Share