Home » საზოგადოება » გამყრელიძე: “საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა – გვაქვს ქვეყნის შიგნით გადადება”

გამყრელიძე: “საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა – გვაქვს ქვეყნის შიგნით გადადება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტის შემთხვევა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა.

„დღეს არის 30 შემთხვევა. დრეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზარობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული როცა გვაქვს გადაცემა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს შიგნით შემთხვევები. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 314 ადამიანი, თვითიზოლაციაში ათას 100 ადამიანი, ყველას მოვუწოდებ დაიცვან წესები, რაც დღეს განსაზღვრულია ქვეყანაში შესაბამისი ინსტრუქციებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

Share