Home » მსოფლიო » „გაზპრომმა“ საპროექტო და კვლევითი სამუშაოები დაიწყო მილსადენ „ციმბირი 2“-ის პროექტზე

„გაზპრომმა“ საპროექტო და კვლევითი სამუშაოები დაიწყო მილსადენ „ციმბირი 2“-ის პროექტზე

„გაზპრომმა“ საპროექტო და კვლევითი სამუშაოები დაიწყო მილსადენ „ციმბირი 2“-ის პროექტზე. აღნიშნული შესახებ vesti.ua წერს.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, პროექტზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მითითების შედეგად დაიწყო.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზანია რუსეთის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაკავშირება ერთმანეთთან, რითაც აღმოსავლეთ ციმბირის გაზიფიცირება უნდა მოხდეს.

როგორც გამოცემა წერს, „ციმბირი2“-ს შეუძლია გახდეს ახალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც 50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს ყოველწლიურად მონღოლეთიდან ჩინეთში. ამასთან, მილერის განცხადებით, „იამალიდან“ ბუნებრივი აირი ევროპაშიც და აზიაშიც გავა.

სანდრო პირველი

Share