Home » ფინანსები » გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა

გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა

თვითმმართველ ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუსა და რუსთავში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა.


მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

Share