Home » საზოგადოება » გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება შეაკავა

გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება შეაკავა

„მე პირადად და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ერთი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უკავშირდებოდა“, – ამის შესახებ ტვ “ფორმულასთან” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მე პირადად და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ერთი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. თავიდან ვხელმძღვანელობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, იქ ეწერა შემდეგი რამ, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ცოტა უადგილო ჩანაწერი. შესაძლო შემთხვევათ ან საეჭვო შემთხვევად განიხილეთ პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე, მწვავე რესპირაციული ინფექცია და ტემპერატურა 38 ან 38-ზე მეტი. ასევე იყო ხველა და სხვა რაღაცები. ასე თვლიდნენ მაშინ.

ჩვენ უკვე გვქონდა მოპოვებული ცნობები, რომ ეს უკვე ასე არ არის. შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიდიოდეს დაავადება და 80 პროცენტში მსუბუქად მიდიოდეს. პირველი, რაც გავაკეთეთ, თავს უფლება მივეცით, თავხედობა ჩავიდინეთ ესეიგი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს მოთხოვნა ამოვიღეთ. ტემპერატურის მოთხოვნა, როგორც ამ დაავადების განსაზღვრის, საერთოდ ამოვიღეთ. ეს რომ არ გვექნა, ჩვენ შეიძლება დღეს გვქონოდა უამრავი შემთხვევა და რატომ – 1/3-ს ჰქონდა მხოლოდ ტემპერატურა 38 და ზემოთ. ყველა დანარჩენი გაგვეპარებოდა, რადგან არ ჩაითვლებოდა საეჭვო შემთხვევად და ანალიზი არ გაუკეთდებოდათ. ისინი დღეს გაფანტული იქნებოდნენ ქვეყანაში და შეიძლება ნახევარი საქართველო დაესნებოვნებინათ.

ეს მოხდა იტალიაში. საქართველო იყო ევროპაში მესამე თუ მეოთხე ქვეყანა, ვინც დაიწყო ტესტების კეთება. ძალიან ბევრი ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ორი-სამი კვირა, მთელი თვე ვერ აკეთებდა. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღეს მცირე გავრცელებაა საქართველოში.

ეპიდემიის გაჩენიდან ხუთ დღეში, ლუგარში უკვე ამის ტესტირება დაიწყო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შევინარჩუნებთ ასეთ იდეალურ მდგომარებას, რადგან უკვე დაიწყო ინფექციის გავრცელების ეტაპი, ე.წ. მეოთხეული გადაცემა. მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა. დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენთან ზრდის პირობებშიც კი, ეპიდემია ვერ მიაღწევს და არ მივა ახლოს იმასთანაც, რაც ხდება ევროპაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტვ “ფორმულასთან” საუბრისას.

სანდრო პირველი

Share