Home » მსოფლიო » გადაგვედება თუ არა კორონა ვირუსი ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან? – ექიმების მოსაზრება

გადაგვედება თუ არა კორონა ვირუსი ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან? – ექიმების მოსაზრება

ჩინეთში კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულები ვართ, როდესაც ამ ქვეყნიდან სხვადასხვა ნივთს ვიწერთ.

როგორც ექიმები ირწმუნებიან, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კორონა ვირუსის გავრცელება იმპორტირებული ნივთებით შეიძლება მოხდეს. მათივე თქმით, ვირუსი რაიმე ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე საათი “ცოცხლობს”, გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კორონა ვირუსი ძირითადად ვრცელდება აირწვეთოვანი გზით და არა შეხებით.

ამიტომ ექიმები ამბობენ, რომ ჩინეთიდან ჩვენთვის სასურველი ნივთის გამოწერა უსაფრთხოა.

რეზონანსი

Share