Home » მსოფლიო » ბრიტანეთის პრემიერმა ახალი თანამდებობა – “მარტოობის მინისტრი” შექმნა
ბრიტანეთის პრემიერმა ახალი თანამდებობა - "მარტოობის მინისტრი" შექმნა

ბრიტანეთის პრემიერმა ახალი თანამდებობა – “მარტოობის მინისტრი” შექმნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ახალი თანამდებობა-“მარტოობის მინისტრი” შექმნა,-ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ახალი თანამდებობა სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების მინისტრის მოადგილემ, ტრეისი კრაუჩმა დაიკავა. როგორც დაუნინგ სთრითზე განაცხადეს, კრაუჩი ხელმძღვანელობს მთავრობას, რომელიც მარტოხელა ადამიანებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

“ძალიან ბევრი ადამიანი თანამედროვე ცხოვრების სამწუხარო რეალობაში მარტო იმყოფება. მინდა, რომ ამ პრობლემას ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენთაგანი ებრძოლოს“,-განაცხადა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანია დაეხმაროს ხანდაზმულებს, მზრუნველება მოკლებულ ადამიანებს და გაუზიაროს თავიანთი აზრები და გამოცდილება. პარალელურად, მთავრობა შეიმუშავებს სტრატეგიას მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რაც ადამიანთა დაკავშირებას შეუწყობს ხელს.

Ipress.ge

Share