Home » მსოფლიო » ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

როგორც CNN-ი წერს, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შენჟენის ხელისუფლება ავრცელებს.

შენჟენის ჯანდაცვის უწყებამ ყველა იმ ადამიანს ჩაუტარა ტესტირება, რომელსაც დავირუსებულ საკვებთან კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ყველა ანალიზის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.

ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ ბრენდის სახელი. ამასთან, პეკინში მდებარე ბრაზილიის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საკვებიდან ვირუსის გადასვლის ალბათობა ძალიან დაბალია.

Share