Home » მსოფლიო » ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს შეხვდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს შეხვდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ფაბიო ვეინგარტენის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა და საბოლოო დადასტურების მიზნით, ახლა მეორე ტესტის შედეგს ელოდება.

ჟაირ ბოლსონარუს კომუნიკაციების მდივანი აშშ-ის პრეზიდენტს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე შეხვდა.

1tv.ge

Share