Home » მსოფლიო » ბორის ჯონსონი – გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას

ბორის ჯონსონი – გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას

“დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას”, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

“დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ. ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი,”- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ზომების შემსუბუქებას განაგრძობს. მთვარობამ მოსახლეობას სამსახურებში დაბრუნების ნება დართო, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში საცობებიც კი წარმოიშვა. მუშაობა განაახლა რკინიგზის სადგურებმაც.

Share