Home » მსოფლიო » ბოლო ერთ კვირაში, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 6.6 მილიონი ადამიანით გაიზარდა

ბოლო ერთ კვირაში, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 6.6 მილიონი ადამიანით გაიზარდა

იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელიც უმუშევრობის დახმარებას ითხოვს, უკვე 15 მილიონს აღწევს. ბოლო ერთ კვირაში მათი რაოდენობა 6.6 მილიონით გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აპრილის ბოლომდე უმუშევართა რიცხვი ამერიკაში 20 მილიონს მიაღწევს.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად, შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში მიმოსვლა შეზღუდულია, დახურულია ან დროებით შეჩერებულია რესტორნების, ბარების, კაზინოების, სილამაზის სალონების და უამრავი სხვა ბიზნესის საქმიანობა.

“ამერიკის ხმა”

Share