Home » მსოფლიო » ბოდიში, მაგრამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია – ლუკაშენკო

ბოდიში, მაგრამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია – ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინისტრებს მოუწოდა, თავისი საქმე აკეთონ და დაიცვან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები. მან ეს განცხადება მოგლიევის რეგიონის შკლოვსკის რაიონში საწარმოების შემოწმების დროს გააკეთა.

ამასთან, ლუკაშენკომ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ბოდიში, მაგრამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია-მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. მან ეს იცის. ჩვენ კიდევ ვკანკალებთ, გვეშინია, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. გვეყოფა გვერდზე ყურება და სულ თეთრად და ფუმფულად ყოფნა. ჩვენ ჩვენი ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი გვყავს და ისინი უნდა დავიცვათ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, -განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, რუსეთი და ბელორუსი ვერ შეთანხმდნენ ნავთობით მომარაგების პირობებზე და მოსკოვმა მინსკს მომარაგება შეუწყვიტა. ბელორუსში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეწოლა არ დაუშვან ქვეყნის ნავთობით მომარაგება.

ipn.ge

Share