Home » მსოფლიო » ბილ გეითსი – კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, 25 კვირაში 25 წლით უკან დავიხიეთ

ბილ გეითსი – კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, 25 კვირაში 25 წლით უკან დავიხიეთ

კოვიდ -19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

”პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობითი პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით, თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა ”, – განუცხადა ჟურნალისტებს Microsoft- ის დამფუძნებელმა და ფონდის თანათავმჯდომარემ ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკან დახია პროგრესი.

”რა თქმა უნდა, ეს წელი განსხვავებულია. კოვიდ 19-ის პანდემიამ არამარტო შეაჩერა პროგრესი, არამედ უკან დახია”, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან,“- აღნიშნა ბილ გეითსმა.

Share