Home » მსოფლიო » ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო

ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო

ბერლინში, ლუთარანულმა ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით დაუთმო ახლომდებარე მეჩეთის მომლოცველებს, რომლებიც მეჩეთის შენობის სიმცირის გამო, დისტანციის დაცვით ლოცვას ვერ ახერხებდნენ.

„პანდემიამ ჩვენ ერთიან საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. კრიზისები ადამიანებს აახლოებენ. თავდაპირველად გიჭირს, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სურათებს ხედავ, მაგრამ მერე როცა დეტალებს ივიწყებ, ხვდები, რომ ეს ღვთის სახლია“, – განაცხადა მეჩეთის იმამმა მედიასთან საუბრისას.

როგორც „ბიბისი“ წერს, რამადანის დასრულების აღსანიშნავად მუსლიმი მოსახლეობა, როგორც წესი ერთად იკრიბება და ლოცვებს ესწრება, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი დღესასწაული განსხვავებულია.

Share