Home » მსოფლიო » ბელარუსმა აშშ-სთან ნავთობის შეძენის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები

ბელარუსმა აშშ-სთან ნავთობის შეძენის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები

როგორც Finanz.ru წერს, ბელარუსიულმა კონცერნმა, Белнефехим-მმა, ნავთობის მომწოდებელთა რაოდენობის გაფართოებისკენ აიღო კურსი. გაფართოებულ სიაში შესაძლოა ამერიკული კომპანიებიც მოხვდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს კომპანიის პრესმდივანმა ალექსანდრე ტიშჩენკომ განაცხადა.

„ნავთობის მომწოდებელთა რუსულ კომპანიებს დაემატა კომპანიები ნორვეგიიდან, საუდის არაბეთიდან და აზერბაიჯანიდან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიებთან“, – განაცხადა ტიშჩენკომ.

მისივე თქმით, დღეს ენერგეტიკულ ბაზარზე შეთავაზებების და შესაძლებლობები საკმარისზე მეტადაა.

„უფრო მეტიც, ნავთობპროდუქტების დივერსიფიკაციის გარდაუვალობის აღიარებასთან ერთად, გამოიკვეთა მისი მიმართულებები და ლოჯისტიკა. მიწოდების თვალსაზრისით ბაზარი უფრო სეგმენტური გახდა.

შედეგები ჩვენ გვაკმაყოფილებს. ჩვენ სერიოზულად ვემზადებით ნავთობის ბაზრის ახალი ფორმირებისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება კრიზისისა და პანდემიის შემდგომ პერიოდში“, – დასძინა მან.

ბელარუსიის პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი კრუტოის თქმით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოთხოვნით, მიწოდების ალტერნატიული გზების მოსაძებნად, მუდმივი მუშაობა იქნება.

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთთან ნავთობის დავის ფონზე განაცხადა, რომ ბელორუსია აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან, საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მინსკი საჭირო საწვავის რაოდენობით.

მარტის ბოლოს მოსკოვმა და მინსკმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსული მსხვილი კომპანიებისგან ნავთობით მომარაგების განახლების შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსია მაისში შეამცირებს ნავთობის იმპორტს რუსეთიდან 1,13 მილიონ ტონამდე, ნაცვლად 1,56 მილიონი ტონისა.

სანდრო პირველი

Share