Home » მსოფლიო » ბელარუსის ცესკო – ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო

ბელარუსის ცესკო – ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო, – ამის შესახებ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ლიდია ერმოშინამ განაცხადა.

მისივე თქმით მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკია, 9,9%-ით, მესამეზე ანნა კონოპაცკაია, რომელმაც ხმების 1,68% მიიღო. ამომრჩეველთა 6,02% პროცენტმა კი ხმა ყველა კანდიდატის წინაღმდეგ მისცა.

ლიდია ერმოშინას ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა.

შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

Share